თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წეს არს მთავართა მიერ დაწყნარებად შფოთსა ქალაქისასა. ამისთჳს მირბიოდა ათასისთავი ასისთავებითურთ და მჴედრებით, რაჲთა დააწყნარონ შფოთი იგი, ვინაჲცა დააცხრვეს ცემაჲ პავლესი შიშისა მათისაგან, მათ რომელთა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ათასისთავმან უბრძანა შეკრვაჲ პავლესი მრჩობლითა ორკეცობითა ჯაჭუთაჲთა, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს ერი იგი და ესრეთ დააცხრვოს შფოთებისაგან. და ვითარ გამოიკითხვიდა თუ რაჲ უქმნიეს, ვერარაჲ უძლო ცნობად მრავალსახეობათაგან შესმენათაჲსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ერისა აღშფოთებულისაჲ. ამისთჳს ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად, ესე იგი არს გოდლად, რომელსა შინა თჳთ იგი მდგომარე იყო ბანაკებითა მჴედრობისა თჳსისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:31
30. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი.31. და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს.32. ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21