თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წეს არს მთავართა მიერ დაწყნარებად შფოთსა ქალაქისასა. ამისთჳს მირბიოდა ათასისთავი ასისთავებითურთ და მჴედრებით, რაჲთა დააწყნარონ შფოთი იგი, ვინაჲცა დააცხრვეს ცემაჲ პავლესი შიშისა მათისაგან, მათ რომელთა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ათასისთავმან უბრძანა შეკრვაჲ პავლესი მრჩობლითა ორკეცობითა ჯაჭუთაჲთა, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს ერი იგი და ესრეთ დააცხრვოს შფოთებისაგან. და ვითარ გამოიკითხვიდა თუ რაჲ უქმნიეს, ვერარაჲ უძლო ცნობად მრავალსახეობათაგან შესმენათაჲსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ერისა აღშფოთებულისაჲ. ამისთჳს ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად, ესე იგი არს გოდლად, რომელსა შინა თჳთ იგი მდგომარე იყო ბანაკებითა მჴედრობისა თჳსისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:34
33. მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანნა იგი, და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს?34. სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად.35. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21