თარგმანი: ესოდენ მძლავრ მისდევდეს, ვიდრეღა ტჳრთვით მიაქუნდა პავლე მჴედართა მათ, შიშისაგან მომკლველთა მათ ერთაჲსა, რომელთა ღაღადებაჲ მსგავს იყო ძუელსა მას ჴმასა, თქუმულსა მათ მიერ უფლისათჳს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე. ეგრეთვე აწ პავლეს მოკლვად წყურიელნი ეტყოდეს ათასისთავსა: აღიღე ქუეყანით საჴსენებელი მაგისი!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:35
34. სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად.35. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა,36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21