თარგმანი: იხილე სიმშჳდით და სიმდაბლით კითხვაჲ პავლესი ათასისთავისა მიმართ, უკუეთუ მისცემს-მე-ა ადგილსა სიტყჳსასა. ხოლო ათასისთავსა მას ჰრომთასა დაუკჳრდა ბერძლ-მეტყუელებაჲ პავლესი, რამეთუ ჰგონებდა მას კაცად მეგჳპტელად, ვინაჲთგან მათ დღეთა შინა გამოაჩინა ეშმაკმან კაცი ვინმე მეგჳპტელი, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი გრძნეული, რომელმან განიდგინნა მის თანა უდაბნოსა ზედა პირველად ოთხ ათასნი კაცნი, რომელნი-იგი უკუანაჲსკნელ განიმრავლნა სამ ბევრად, და წარმოიყვანნა უდაბნოჲთ მთად ზეთისხილთა და მოადგინნა იერუსალემსა. ხოლო სიკარიეთად ამისთჳს უწოდს კაცთა მათ, რამეთუ სიკარ უწოდიან დაშნასა მცირესა, რომელი-იგი სარტყელსა ქუეშე აქუნ ფარულად ავაზაკთა. ვინაჲცა ესე მეგჳპტელისა მის თანა განდგომილნი ავაზაკნი თანა-შეეტყუვნიან სიმრავლესა ერისასა ქალაქსა შინა იერუსალემსა და მოულოდებელად სციან დაშნითა მით, ჰრომთა მიერ სიკარ წოდებულითა, და ესრეთ მრავალთა მოსწყუედდიან მოულოდებელად და უცნაურად, ვიდრეღა ესრეთ იტყჳს მათთჳს იოსიპპოს, ვითარმედ: ოდენ განწმდა იერუსალემი სხუათა ავაზაკთა მძლავრებისაგან, მაშინღა გამოჩნდეს სიკარეთნი იგი, რომელთა პირველად მოკლეს იონათან...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:37
36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!37. და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაჲსამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მას ჰრქუა: ბერძლ იცია?38. ანუ არა-მე შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი საკარიელნი?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21