მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:36

35. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა,36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!37. და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაჲსამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მას ჰრქუა: ბერძლ იცია?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
36. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე! (21,35-36).:

თარგმანი: ესოდენ მძლავრ მისდევდეს, ვიდრეღა ტჳრთვით მიაქუნდა პავლე მჴედართა მათ, შიშისაგან მომკლველთა მათ ერთაჲსა, რომელთა ღაღადებაჲ მსგავს იყო ძუელსა მას ჴმასა, თქუმულსა მათ მიერ უფლისათჳს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე. ეგრეთვე აწ პავლეს მოკლვად წყურიელნი ეტყოდეს ათასისთავსა: აღიღე ქუეყანით საჴსენებელი მაგისი!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის