თარგმანი: შემდგომად შჳდ დღე დაყოვნებისა ტჳრეს შინა, გამოვიდეს მიერ ძმათაგან, რომელნი-იგი მჴურვალებით თანა-უვიდოდეს მათ ცოლებითურთ და შვილებით და წარგზავნნეს იგინი ნავითა პტოლემაიდად. ხოლო პტოლემაიდაჲ არს ქალაქი ფინიკიისაჲ, აღშენებული პტოლემეოჲსგან ლაღოჲსა, რომლისა ზე ითარგმნნეს ძუელნი წიგნნი სამეოც და ათთა მიერ თარგმანთა. ამის პტოლემაიდაჲსა სახელი აწ აქაიად ცვალებულ არს, და არს იგი საზღვართაგან გალილეაჲსათა ზღჳს კიდით კერძო, და მახლობელად თჳსა სამხრით კერძო აქუს მას მთაჲ კარმელი. ამას ქალაქსა მივიდა პავლე მოწფებითურთ და მუნ მყოფთა ძმათა თანა დაადგრა ერთ დღე ოდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:5
4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.5. და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს.6. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21