მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:10

9. და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ.10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად.11. ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი მათ შორის და მიყვანებაჲ მისი ბანაკად (23,10).:

თარგმანი: იხილე, ვითარ სარგებელ-ეყო პავლეს ჰრომ წოდებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მიერითგან შიში შეუჴდა ათასისთავსა ცვად მისსა, რამეთუ უკუეთუმცა ჰვნებოდა რაჲმე ანუ მოკლულ იყო იგი ჰურიათაგან, ვერ განერებოდა იგი პატიჟსა მეფისასა, რამეთუ კაცისა ჰრომისაჲ მიუშუა ვიეთმე მოკლვაჲ. ამისთჳს მჴედართა მიერ გამოიტაცა იგი და შეიყვანა დაცვად შორის ბანაკისა თჳსისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის