თარგმანი: მარადის ჭირთა შინა და კრულებათა, პყრობილებათა და სიკუდილთა ნუგეშინის-სცემს ღმერთი ქადაგთა თჳსთა ჩუენებით გამოცხადებითა თჳსითა, ვითარ-ესე აწ პავლეს, შემდგომად ესოდენთა შფოთთა ზედა-აღდგომისა ეჩუენა და პირველ გარდასრულთა ღუაწლთათჳს აქო, და ეგევითართავე ღუაწლთა თავს-დებაჲ ჰრომეს შინაცა აუწყა, ვითარ-იგი იერუსალემს თავს-ესხნეს. ამას თანა ესეცა განუცხადა, ვითარმედ დიდსა მას ქალაქსა შინა ჰრომისასა იქმნების წამებითა აღსასრული მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:11
10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად.11. ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ.12. და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23