მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:11

10. მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო.11. რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.12. და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24
11. რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.
თავი ლ̂ე. ტერტჳლოჲს შესმენაჲ პავლესი და სიტყჳს-გებაჲ მისი წინაშე მთავრისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიუგო პავლე წამის-ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა. გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუა-უგო, რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად (24,10-11).:

თარგმანი: არა ჰლიქნის, არამედ კადნიერად ეძიებს მართლმსაჯულობასა მთავრისასა და ეტყჳს, რაჲთა არა ვითარცა ახალმან და გამოუცდელმან, არამედ ვითარცა ძუელმან და მრავალ ჟამითგან გამოცდილმან ჰურიათა ბჭობისამან ეგრეთ გულისჴმა-ყოს პავლესი იგი თავისა თჳსისათჳს სიტყჳსგებაჲ წინა-აღმდგომთა მიმართ და ესრეთ თუალ-უხუავად განბჭოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის