თარგმანი: ვითარცა ზემო ვთქუთ, ესე დროსილა ჰურიაჲ, რომელი გარეგან შჯულისა ცოლ ქმნილ იყო წარმართისა ფელიქსისსა, ასული იყო აღრიპპაჲსი, ჰეროდედ წოდებულისაჲ, რომელმან-იგი მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი. და ამისთჳს ზოგად ორნივე მეუღლენი, ვითარცა მეცნიერსა შჯულისასა, ზედაჲს-ზედა ეზრახებოდეს პავლეს. ხოლო იგი არა ლიქნისა სიტყუათა მიერ ეზრახებოდა, არამედ მტკიცედ განუცხადებდა, ვითარმედ: უკუეთუ არა მტკიცედ ჰრწმენეს ქრისტესი, და ბრძანებათაებრ მისთა სიწმიდით და სიმართლით მოქალაქობდენ და ამათ შინა საღმრთოდ მოთმინე იყვნენ, მერმესა მას უწყალოდ დაშჯად არიან, რომლითა შეაშინნა იგინი, გარნა ვინაჲთგან არა საღმრთო იყო მიზეზი ზედაჲს-ზედა ზრახვისა მათისაჲ, ამას ჯეროვნად განაქიებს აღმწერელი თხრობისაჲ ამის, ვითარმედ არარაჲსა სხჳსათჳს, გარნა ქრთამისა მიღებისათჳს მრავალ გზის მიუწოდდა მას. ეჰა სიცოფეღა ანგაჰრებისა მისისაჲ! უკუეთუ ნამდჳლვე ოქროჲსა მომღოდე არს მისგან, რომელსა ყოველი სოფლისა ამის საქმე სახედ მტუერისა ნაგევისა შეერაცხა, რაჲთა მხოლოდ ქრისტე შეიძინოს, რომლისაჲ-იგი სიკუდილი მას მარადის ჴორცთა შინა ეტჳრთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:26
25. და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ.26. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.27. ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24