მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:4

3. მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.4. ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.5. რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24
4. ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
თავი ლ̂ე. ტერტჳლოჲს შესმენაჲ პავლესი და სიტყჳს-გებაჲ მისი წინაშე მთავრისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა. რამეთუ ვპოვეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ, რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად შჯულისა ჩუენისა ვინებეთ განკითხვაჲ. ზედა-მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა, და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას. თანა-ეწამებოდეს ჰურიანიცა და ეტყოდეს, ვითარმედ: ესე ესრეთ არს (24,4-9).:

თარგმანი: ესე არს წესი მლიქნელთაჲ, რაჲთა მცირენი სიტყუანი თქუნენ და იგიცა ლიქნითა აღსავსენი, ვითარ-ესე აწ ტერტჳლოს მცირეთა სიტყუათა თჳსთა საწყინოდ და დამაშრობელად უწოდს, და ეგრეთ იწყებს ვედრებად, რაჲთა ტანჯოს პავლე, ვითარცა ყოველსა სოფელსა შინა შფოთის მოქმედი. და შეურაცხებით უწოდს მას წინამძღურად, არა გალილეველთა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნაზარეველთა წვალებისა, რამეთუ ნაზარეთი ქალაქი არს მცირე, მახლობელად მთისა თაბორისა, საზღვართა გალილეაჲსათა: გარნა, რაჲთა არა ჰრქუას მთავარმან, ვითარმედ — თქუენდა რაჲ არს, უკუეთუ სხუათა ადგილთა შფოთი უქმნიეს პავლეს, — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს თჳსაგან მათსაცა სავნებელსა, ვითარმედ: ტაძრისა შეგინებაჲ აზმნო. ესე იგი იყო, რომელ სწამებდეს, ვითარმედ წარმართობასა შინა მყოფნი ვინმე ურწმუნონი შეიყვანნა. ესრეთ უკუე ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს მათ შორის შჳლნი წვალებანი, ქრისტესსაცა მას ქადაგებასა ნაზარეველთა წვალებად უწოდს, რამეთუ იესუს ნაზარეველ ეწოდა და მოწაფეთა მისთა — წინამძღუარ ნაზარეველთა წვალებისა. ესრეთ წარმოთქუა ტერტჳლოს ყოველი საქმე ჰურიათაჲ, ვითარცა სჳნოღოროსად მოყვანებულმან,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის