თარგმანი: საგონებელ არს, ნუ-უკუე ქრთამიცა წარეგოს პურიათა დღეთა მათ შინა ათთა, ფესტოჲს იერუსალემს ყოფისათა. ამისთჳს მსწრაფლ მიუდგეს მას და შთასლვასავე თანა ხვალისაგან წარმოადგინა პავლე კესარიას წინაშე საყდართა თჳსთა, და არღარა მსგავსად პირველისა სამართლად ბჭობს, ვითარცა განხრწნილი ქრთამისა მიერ. რამეთუ მაშინ ჰურიათა სიტყუა-უგო, ვითარმედ არა ჯერ-არს პავლესი იერუსალემდ აღსლვაჲ; იგინი შთავიდედ კესარიად. ხოლო აწ გარე-მოადგინნა ცილის-მწამებელნი, რომელთა ტყუვილსა დაჰჴსნიდა პავლე, და გამოაჩინებდა თჳსსა ყოვლით-კერძო უბრალოებასა შჯულისა მიმართცა და ტაძრისა და სამეუფოთა კეისრისა ბრძანებათა, რომელთა მორჩილ იყო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 25:6
5. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას.6. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი.7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 25