მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:11

10. და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამცნებდა მათ პავლე და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ-მოძღუარსა მას და ნავისა უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრეღა პავლეს სიტყუათა (27,9-11).:

თარგმანი: იხილე ყოვლად აღუზუავებელი გონებაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ, რასა იგი წინაჲსწარმეტყუელებს ყოფადთა შემთხუევისათჳს, რეცა გამოცდილებასა აჩემებს და ეგრეთ უთხრობს, ვითარმედ: ვხედავ რეცა თუ ქარსა და ჰაერთა, ვითარმედ ესე და ესე შეგუემთხუევის; არამედ მან გამოცხადებით უწყოდა ყოფადი. რამეთუ მას ჟამსა განწირულ იყვნეს დანთქმად, ხოლო უკუანაჲსკნელ პავლეს მიჰმადლნა ღმერთმან სულნი იგი ნავსა შინა მყოფთანი, რაჲთა არცა ერთი წარწყმდეს ტჳრთისა თანა და ნავისა. ნუ-უკუე და პირველ ამისთჳს გამოეცხადა ყოფადი, რაჲთა არა ხოლო თქუას, არამედ რაჲთა ილოცოს-ცა სულთა მათ მიმადლებად მისსა. რამეთუ მარადის ამისთჳს იქმს ღმერთი წინა-მოსწავებასა რისხვისასა, რაჲთა, უკუეთუ მოვიქცეთ და შევინანოთ, გარე-წარგუჴადოს რისხვაჲ, ვითარ-იგი ნინეველთა. გარნა შენ იხალე, ვითარ კაცობრივითა გულის-სიტყჳთა ნავის უფალსა მას და საჭის-მპყრობელსა ნავისასა მიერჩის ასისთავი იგი უფროჲს პავლესსა, რამეთუ ჰგონებს მათ მქონებელად უმეტესისა გამოცდილებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის