მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:4

3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.4. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.5. მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
4. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხუევად. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინა-აღმდგომებითა ქართაჲთა. მაშინ უკუე უფსკრული იგი კილიკიისა და პამფჳლიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა (27,3-5).:

თარგმანი: კესარიით რაჲ შთავიდეს სიდონდ. ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მიმავალსა მოღუაწებისა მიმთხუევაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ფრიადისა უღონოებისაგან ენება პავლეს, რაჲთა მივიდეს მეგობართა თჳსთა თანა და მიემთხჳოს კაცთმოყუარებასა ძმათაგან მიღებითა ქველის-საქმისაჲთა. ვინაჲცა შეეწყალა იგი ივლიოსს ფრიადისა მისთჳს უპოვარებისა და განგრძობილისა პყრობილების, და უბრძანა, რაჲთა წარვიდეს და ითხოვოს, რაჲცა უჴმდეს საგზლად გზისა. არამედ შენ იხილე, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა ზედა დაერთო ღელვაგუემულებაჲცა და წინა-აღდგომაჲ ქართაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო თავს-დებითა ჭირთაჲთა უმეტეს განითქუას მჴნე იგი და ახოვანი სული პავლესი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის