თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ მელიტონითგან პავლეს ნებასა ზედა ვიდოდეს ასისთავი და მის ქუეშენი. და ესოდენ პატიოსნად ჰყვა იგი, რომელ არა აცილობდეს, რაოდენ დღეცა უნდის დაყოვნებაჲ ანუ თუ სწრაფით ცვალებაჲ ადგილითი-ადგილად, რამეთუ აჰა პოტიოლს შჳდი დღე დაყვეს და ეგრეთ მავიდეს ჰრომედ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:14
13. ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს,14. სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28