თარგმანი: ვითარცა გჳსწავიეს ძუელთა შინა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი არა ხოლო თავით თჳსით ურწმუნო იყვნეს ქრისტეს ქადაგებისა, არამედ კაცებითა და წიგნებითა მიმოამცნებდეს ყოვლისა სოფლისა მიმოგანთესულთა პურიათა, რაჲთა არა შეიწყნარონ ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, რამეთუ ესე წინა-მოსწავებულ იყო ესაიაჲსგან წინაჲსწარმეტყუელისა, ვითარმედ: ვაჲ ქუეყანისა მის, რომლისა ფრთანი ნავთანი მიერ კერძო იქმნებიან მდინარეთა ეთიოპისათა, რომელი წარჰგზავნის ზღჳთ დასამშჳდებელთა და წიგნებსა ებისტოლეთასა ზედა კერძო წყალთა. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჴმაჲ ბოროტებისაჲ მკჳდრთა ჰურიასტანისათაჲ, ვითარცა ფრთოსნებითა, ნავებითა მოჰვლის ჰინდოეთსა და კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ მოციქულნი და მიმომღებელნი წიგნებისა მათისანი მიმორბიან ზღუათა ზედა და მდინარეთა, რაჲთა ყოველთა კაცთა შორის განჰფინონ გმობაჲ ქრისტეს ქადაგებისაჲ. აწ უკუე ესე ასმიოდა ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ყოვლით კერძო მისწერენ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი, რაჲთა არავინ მიმოგანთესულთა ჰურიათაგანმან შეიწყნაროს ქადაგებაჲ ქრისტესი, გარნა თავთა თჳსთათჳს დაამტკიცებენ, ვითარმედ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:22
21. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა.22. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს.23. და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28