თარგმანი: ამიერ სახესა მიგუცემს მოციქული, რაჲთა, რაოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენგან, არავისსა სწავლად ჴელ-ვჰყოფდეთ თჳთ მოპოვნებულთა სიტყუათაგან ანუ გარეშეთა რათმე და დაფარულთა წიგნთაგან. და ამისთჳს პავლე შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა მეტყუელებს ქადაგებასა ქრისტესსა, რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ იგივე და ერთი ღმერთი არს შჯულის-მდებელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ. და რაჲთა ჩუენ ყოველსავე ადგილსა ყოველთა მიმართ საღმრთოთა და საეკლესიოთა წიგნთაგან მივიღებდეთ სიტყუასა, რომლისაცა პირისათჳს გჳჴმდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 28:23
22. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს.23. და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე.24. და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 28