თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით ცხრა-ჟამისაჲთა გასწავოს, ვითარმედ მარადის ლოცვათა მიერ წარიმართების ყოველი კეთილი და მადლი სრული.
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3