თარგმანი: ანუ ამისთჳს ეპყრა, რაჲთა ყოველთა კაცთა უჩუენნეს ქველის-მოქმედნი და მკურნალნი თჳსნი, ანუ თუ ამისთჳს, რამეთუ ეშინოდა ჯერეთ, ნუ-უკუე კუალად მკელობელ იქმნეს იგი, განეშორნენ რაჲ იგინი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:11
10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა.11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 3