თარგმანი: ესრეთ უჴმს ყოველსა კაცსა, რაჲთა რაჲცა რაჲ ქმნას სასწაულთა გინა კეთილთა წარმატებათანი, ღმერთსა მხოლოსა მიაჩემებდეს და თავსა თჳსსა ყოვლად კიდე-ჰყოფდეს მისგან გონებასა შინაცა თჳსსა და წინაშე ერისა ესრეთ აღსაარებითა, ვითარ-ესე აწ მოციქულნი ჰყოფენ და ჭეშმარიტებით დამდაბლებითა თავთა თჳსთაჲთა უფროჲს სასწაულისა მის მოიზიდვენ მხედველთა და მსმენელთა სარწმუნოებით სმენად ყოვლისავე მათ მიერ თქუმულისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 3:12
...ძლიერებდა და აცოცხლებდა მათ მოშურნეობას. აი, თვითონ ნეტარმა პეტრემ, როცა დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველანი უკვირდათ და აღფრთოვანდნენ, თავისი ჩვეული გულწრფელობით ბრძანა: "კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). რატომ, ამბობს, ასე გაოცდით და გაკვირდით ამ მოვლენით? განა ჩვენ თავად მოვახდინეთ ეს, განა საკუთარი ძალით დავუბრუნეთ მას ჯანმრთელობა და სიარულის უნარი მივეცით? "ჩუენ რაჲსა გუხედავთ?" ჩვენ, ჩვენი მხრივ, არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენი ენა ვიხმარეთ (სიტყვების წარმოსათქმელად); ყველაფერი უფალმა და ბუნების შემოქმედმა მოაწყო. მან, "ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან", რომელთაც თქვენ პატრიარქებად პატივს მიაგებთ; მან, "რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი"; მან მოახდინა ეს; მან, რომელიც, **"წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მის...
...ა ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.
კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“
აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.
და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერგო, რამეთუ არა ინება, არცა აჩუენა თავისაცა თჳსისაგან მოსწრაფებაჲ მცირედიცა.
ხოლო პეტრეს აქუნდა გულსმოდგინებაჲ, გარნა აღიღო რაჲ უფალმან შეწევნაჲ თჳსი, ვერ უძლო მან დადგომად, არამედ დაეცა. კუალად სახიერი იგი ხედვიდა რაჲ გულსმოდგინებასა მისსა, აღუპყრა ჴელი წყალობისაჲ, აღადგინა და განამტკიცა. რამეთუ ამის ორისაგან აღესრულების სათნოებაჲ - შეწევნითა ღმრთისაჲთა და გულსმოდგინებითა და მოსწრაფებითა ჩუენითა.
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათ...
...უფალმან დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაჲ და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ რაჲთა ცნან ყოველთა ძალი ჴელმწიფებისა მისისაჲ. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა ანუ ჴელმწიფებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ გარნა მეუფემან დაღაცათუ მრავალგზის სიტყუანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასა თჳსსა, არამედ აწ დასამტკიცებელად გონებათა მათთა, რომელნი განკჳრვებულ იყვნეს სწავლათა მათ მისთა ზედა ჴელმწიფებით თქუმულ-თა, ჰრქუა კეთროანსა მას: „მნებავს, განწმიდნი!“ ხოლო სხუათა მათ აურაცხელთა სასწაულთა მისთა შინა არასადა ჩანს, თუ ესე სიტყუაჲმცა ეთქუა, არამედ აქა - დასამტკიცებელად იჭ-ჳსა მის, ერისაცა და კეთროვნისა მის, ჴელმწიფებისა მისისათჳს. ამისთჳს ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და მეყსეულად სიტყუასა მისსა საქმეცა შეუდგა, რამეთუ უფალი იყო და ღმერთი ყოველთაჲ. და არა სიტყჳთ ხოლო ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი“, არამედ ჴელიცა თჳსი მიყო და შეახო მას, რომელ-ესე ღირს არს ძიებისა, თუ ვინაჲთგან ნებითა ხოლო და სიტყჳთა განსწმედდა მას, რაჲსათჳს ჴელიცა შეახო? მე ვჰგონებ, თუ ამისთჳს, რაჲ-თა აჩუენოს ყოვლით კერძო ჴელმწიფებაჲ თჳსი, ვითარმედ არა მონებასა...