მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:10

9. უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა,10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაელისანო! უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა-ესე ცხონდა, ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი (4,8-10).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა პეტრე იწყებს სიტყუად, ვითარცა თავი მოციქულთაჲ და ვითარცა განბრძნობილი სულისა მიერ, პატივით მთავრად უწოდს მათ და მოხუცებულებითა შეამკობს. და ეგრეთღა ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენ დაბრმობილ ხართ შურითა, რომელ ვითარცა დასაშჯელთა განგჳკითხავთ საქმესა ზედა სამადლობელსა და განსაკჳრვებელსა, მე განგიცხადო, რაჲ-იგი თქუენ არა გნებავს სმენად: სახელითა იესუ ქრისტესითა, რომელი თქუენ, ვითარცა ლიტონი კაცი ნაზარეველი, ეგრეთ ჯუარს-აცუთ, ხოლო ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამან, ვითარცა ჭეშმარიტად ძემან ღმრთისამან, განკურნნა ფერჴნი დაჴსნილნი, რომელნი-ესე წინაშე თქუენსა დგანან ცოცხლებით და სიმრთელით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის