თარგმანი: თავ საკიდურთა იქმნა უფალი ჩუენი, ვითარცა ყოვლისა მპყრობელი და შემაერთებელი ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, ჰურიათა და წარმართთაჲ, და ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ჟამიერად შემოართუამს მოციქული უგუნურთა მათ მაშენებელთა, რაჲთა თჳთ მოიჴსენონ შემდგომისა სიტყჳსა საზარელებაჲ, ვითარმედ: "რომელსა ზედა დაეცეს ლოდი იგი, მყის სახედ მტუერისა დაამწულილებს და განანქრევს მას" ().
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:11
10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,12. და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4