თარგმანი: განიკითხვოდა რაჲ კაიაფაჲსგან მჴსნელი ჩუენი, ორნი ესე ოდენ იყვნეს მოწაფეთაგანნი მის თანა. ამისთჳს იცნობდეს მათ და დაუკჳრდა, რამეთუ პირველიცა, უსწავლელობაჲ მათი უწყოდეს და თჳთ ჟამსა მას იხილეს პეტრე მჴევლისა ერთისა მიმართ მოშიშ სიტყჳს-გებასა. ხოლო აწ წინაშე ესოდენთა მათ მთავართა, ვითარ სახედ მახჳლისა ორპირისა მკუეთელობდა, არა სიტყჳთა ცუდითა, რამეთუ არს მეტყუელებაჲ სოფლიოთაჲ ცუდითა რაჲთმე მომზრახობითა, და არს კუალად გულისჴმის-ყოფაჲ უწიგნოთაჲ, რომელთა-იგი, დაღაცათუ რაჲმე გულისჴმა-ყვიან გონებითა, ვერ გამოთქჳან ენითა. ხოლო პეტრე, მსოფლიოჲ და უწიგნოჲ, ფრიად-რაჲმე ჰმატს გულისჴმის-ყოფითა ფილოსოფოსთა, ხოლო სიტყჳს-გებითა სიტყუა-მზა არს უფროჲს ყოველთა რიტორთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:13
12. და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.13. ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.14. და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4