მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:12

11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,12. და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.13. ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
12. და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ, და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებად ჩუენდა (4,11-12).:

თარგმანი: ესევითარსა ადგილსა, რაჟამს ერთისა სამებისაგანისათჳს ითქუმოდის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ სახელი, ცხად არს, ვითარმედ მოჴსენებითა ერთისაჲთა სამნივე იჴსენებიან, და ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე, არცა ვინაჲთ სხჳთ ცხორებაჲ, თჳნიერ აღსაარებითა ერთ-ღმრთეებისა და სამ-გუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲთა, რომლისა მიერ ვცხონდებით.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...მაშ, რას ნიშნავს: „უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა“ ()? და რას ნიშნავს, როცა ამბობს: „არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ ()? და კვლავ: „არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ“ ()?

ამბობს: „პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე“ (). „ამინ“ (). „პატივი და დიდებაჲ“ () სიტყვებით არ აღესრულება. ამიტომ, რადგან მანაც არა სიტყვებით გვცა პატივი, არამედ საქმეებითა და ქმედებით, ჩვენც ასევე ვცეთ მას პატივი საქმეებითა და ქმედებით. თუმცა ეს პატივი ჩვენ გვეხება, ხოლო ის მას სრულიად არ ეხება; რადგან მას არ სჭირდება ჩვენგან

სრულად ნახვა