თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:19
...და ერი იგი ჰურიათაჲ მოციქულთა ბრძოლად და კბილთა იღრჭენდეს, ხოლო იგინი, ვითარცა ტრედნი უმანკონი, სიმშჳდით დგეს და სიტყჳთა დაწყნარებულითა სიბორგილე მათი განაქარვიან. ოდესმე ეტყოდეს რაჲ იგინი: ნუ იტყჳთ, ნუცა ასწავებთ სახელითა იესუსითა, მიუგეს მათ: „უკუეთუ სამართალ არს თქუენი სმენაჲ უფროჲს, ვიდრეღა ღმრთისაჲ, საჯეთ“; აჰა უმანკოებაჲ ტრედისაჲ. იხილე კუალად მეცნიერებაჲ გუელისაჲ: „ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფებისო, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“. ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო შეკრძალულებაჲ ჯერ-არს, რაჲთა არცა განსაცდელთაგან ძრწოდის კაცი, არცა გულისწყრომისაგან განფიცხნებოდის? ამისთჳსცა ეტყჳს უფალი მოწაფეთა თჳსთა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა“ (10,17-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველგან თავს-დებაჲ ბოროტთაჲ მათ უბრძანა და ჴელმწიფებაჲ ტანჯვისაჲ სხუათა მისცა, რაჲთა სცნა, ვითარმედ თავს-დებასა შინა განსაცდელთა და სატანჯველთასა მიეცა მათ ძლევაჲ ბრწყინვალე და დიდებული.
ეჰა ძალი იგი მეუფისაჲ, რომელ უძლურებითა ძლიერნი დაამჴუნა! ეჰ...