მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:2

1. და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი,2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,3. და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4
2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისა მის და სადუკეველნი, ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთჳს ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. (4,1-3).:

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ სასწაულისა მისღა შემდგომად მიუშუა განსაცდელი მათ ზედა, ვითარცა გონებითა განმტკიცებულთა საკჳრველებისა მის მიერ, ხოლო ამისთჳს მთავარი და მღდელნი ზოგად მოიყვანნეს სადუკეველთა, რაჲთა საეროჲ ბრალი დასწამონ მათ, რამეთუ სადუკეველნი აღსძრვიდეს სხუათა მათ ლმობად, ვითარცა მკსინვარენი წვალებისა მათისა დამჴსნელისა მის იესუჲს მიერ მკუდართა აღდგომისა ქადაგებისა და თხრობისანი, რამეთუ შეპყრობითა მით მოციქულთაჲთა დაჴსნაჲ და მოშიშ-ყოფაჲ ეგულებოდა მათი, რომელთა ენებოს რწმუნებად სიტყუაჲ ქადაგებისა მის მათისა საღმრთოჲსაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის