თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ სასწაულისა მისღა შემდგომად მიუშუა განსაცდელი მათ ზედა, ვითარცა გონებითა განმტკიცებულთა საკჳრველებისა მის მიერ, ხოლო ამისთჳს მთავარი და მღდელნი ზოგად მოიყვანნეს სადუკეველთა, რაჲთა საეროჲ ბრალი დასწამონ მათ, რამეთუ სადუკეველნი აღსძრვიდეს სხუათა მათ ლმობად, ვითარცა მკსინვარენი წვალებისა მათისა დამჴსნელისა მის იესუჲს მიერ მკუდართა აღდგომისა ქადაგებისა და თხრობისანი, რამეთუ შეპყრობითა მით მოციქულთაჲთა დაჴსნაჲ და მოშიშ-ყოფაჲ ეგულებოდა მათი, რომელთა ენებოს რწმუნებად სიტყუაჲ ქადაგებისა მის მათისა საღმრთოჲსაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:3
2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,3. და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა.4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4