თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამიღა იყო სარწმუნოებისაჲ, ამისთჳს ხილული იგი იქმნა სასწაული ძრვისაჲ, რომელი არს საცნაურ-მყოფელ მოხედვისა ღმრთისა, შემაძრწუნებელად ურწმუნოთა და განმაძლიერებელად მორწმუნეთა, რამეთუ ძრვაჲ ოდესმე რისხვისა, ხოლო ოდესმე წყალობისა ღმრთისა სასწაული არს. ხოლო აღვსებად სულითა წმიდითა უწოდს მჴურვალებასა მას უშიშისა კადნიერებისა მათისასა, რომელი შეემატა სიტყუად საღმრთოჲსა მის ქადაგებისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:31
30. განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.31. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.32. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4