თარგმანი: იხილე სიმშჳდე ჭეშმარიტთა მლოცველთაჲ, ვითარ შინებათა წინა-უყოფენ ღმერთსა, ხოლო მაშინებელთათჳს არა მწყევარ არიან, არამედ საღმრთოჲსა ქადაგებისა წარმართებასა ითხოვენ, და რაჲთა ნიშებითა და სასწაულებითა უმრავლესნი სულნი მოაქცინენ სარწმუნოებად ქრისტესსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:30
29. და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა,30. განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.31. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 4