მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:28

27. და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინნეს შორის კრებულსა, და ჰკითხვიდა მათ მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენა, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით? და აჰა-ესერა, აღგივსიეს იერუსალემი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის? (5,27-28).:

თარგმანი: არა ჰკითხვენ თუ — ვითარ გამოხუედით საპყრობილით? - რაჲთა არა იქადაგოს ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან დაკრძალულთაგან კართა და გარე-მოდგომილთა მცველთა, სახედ მფრინველთა გამოიტაცნა იგინი, არამედ ვითარმცა აღეთქუა მათდა მორჩილებაჲ, რაჲთა დაიდუმონ სახელი ქრისტესი, ეგრეთ აბრალებენ, ვითარცა გარდასრულთა, რაჲ-იგი არა აღეთქუა მათდა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გუეწიფების არა-ქადაგებაჲ მაგისი, რომლისათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...(საქმე 4,16) ჰხედავა უღონოებასა მას არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრდომილ-თასა, არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა ზედა იყო შენებული მათი, ამისთჳს უძლურ იყვნეს; და კუალად ეტყოდეს მოციქულთა: „რაჲსათჳს იქმთ ესრეთ და გნებავს ჩუენ ზედა მოწევნად სისხლი ამის კაცისაჲ?“ ეჰა უძლურებაჲ მათი! უბადრუკნო, თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტანჯავთ და თქუენ სძრწითა?

ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყოდეს: „ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდით“. იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან? რამეთუ რაოდენიცა შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდეს, არა მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა მოიწყლავს; და რომელი ანდამატსა სცემდეს, არა მას შეჰმუსრავს, არამედ თავსა თჳსსა; და რომელი წინაჲსწარმეტყუელთა ჰბრძოდის, არა მათ ავნებს, არამედ თავსა თჳსსა, რამეთუ უკეთურებაჲ რაოდენცა სათნოებასა ეწყვებოდეს, უმეტესად მოუძლურდების; ვითარცა უკუეთუ ცეცხლი ვინ შეხჳოს სამოსელსა შინა ანუ დაჰფლას ძნე...

სრულად ნახვა