მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:34

33. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, შჯულის-მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, (5,34).:

თარგმანი: საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს ამის გამალიელისი ესოდენ გულისჴმის-მყოფელისა პავლეს მოძღურისა და ყოვლად საქებელისაჲ, ვითარ ჯერეთ არა შერთულ იყო რიცხუსა მოციქულთა და მორწმუნეთასა; არამედ გულისჴმა-ყავნ, რამეთუ ჯერეთ არცა პავლე ფერჴთა მისთაგან განყოფილ იყო და მოსრულ სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო რაჟამს პავლე მოუჴდა, არცა იგი დააკლდა სავსებასა მათსა, რომელთა აწ, პირველ მორწმუნე-ქმნისა, მხოლოდ კეთილისა ოდენ ნებისა და გულისჴმის-ყოფისა ქონებითა შეეწია.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის