თარგმანი: მოციქულნი განყვანებად სცნა, რაჲთა არა შემწედ მათდა საგონებელ იქმნეს, უკუეთუ პირისპირ ზრახვიდეს მათთჳს კეთილსა. და ვითარცა შჯულის-მოძღუარმან, შემოღებითა არა ძუელთა და შორიელთა, არამედ ახალთა და მახლობელთა სახეთაჲთა დააყენნა შთავრდომად მკლველობასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:35
34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5