მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:36

35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაჲ (5,36).:

თარგმანი: ესე თევდა იყო დღეთა ფადოჲს ჰურიასტანსა ზედა მთავრობისათა, კაცი გრძნეული, რომელმან მრავალთა კაცთა არწმუნა მიღებაჲ მონაგებთა მათთაჲ და შედგომაჲ მისი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელად იტყოდა თავსა თჳსსა. და წარიყვანნა იგინი მდინარედ იორდანისა, რომელი-იგი ბრძანებით განაპო ადვილად წიაღსავალად მათდა. და ამით საოცრებითა მრავალნი შეაცთუნნა, გარნა არა თავს-იდვა ფადოს განგრძობაჲ უგუნურებისა მათისაჲ, არამედ მიავლინა მათ ზედა ილი მჴედართმთავარი, რომელმან მრავალნი მოსწყჳდნა და უმრავლესნი მათგანნი შეიპყრნა, ვიდრემდის თჳთ მას თევდასცა წარჰკუეთა თავი, და მოიღო იგი იერუსალემდ. და ესრეთ დაჰჴსნა ყოველი სივერაგე და ოცნებაჲ გრძნებისა მისისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის