მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:42

41. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად.42. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
42. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იგინი ერჩდეს მას და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი. ხოლო წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად, და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუჲსითა (5,40-42).:

თარგმანი: მკლველობისაგან დაეყენნეს ზრახებითა გამალიელისითა, ხოლო ტანჯვაჲ იგი მოციქულთაჲ ყვეს დასაცხრობელ მრისხანებისა თჳსისა. ხოლო მოციქულნი მხიარულ იქმნნეს ტანჯვასა მას ზედა, რომელ შეემთხჳა სახელისათჳს ქრისტესისა. და ტკივილნი იგი საშუებელად შეერაცხნეს, რომელი-ესე ცხად ყვეს, რამეთუ არღარა ტაძარსა შინა ოდენ, არამედ სახლებსაცა მიმოვიდოდეს ხარებად სიტყუათა და მოძღურებათა იესუჲსთა, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ცხორებაჲ ყოველთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის