მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 6:1

1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ.2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 6
1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ.
თავი ზ̂. ჴელთდასხმისათჳს შჳდთა დიაკონთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. (6,1).:

თარგმანი: რაოდენ წინა-აღმდგომნი ჰბრძოდეს, ეგოდენ მოწაფენი განმრავლდებოდეს, და ვითარცა მზა არს უწესოებისა გამოჩინებაჲ სიმრავლესა თანა ერისასა, შფოთი შემოვიდოდა არა გარეთ და უცხოთაჲთ, არამედ შინაგან მორწმუნეთაჲთ, რომელნი-იგი არა თუ შჯულითა, არამედ ენითა განყოფილ იყვნეს, და მიზეზ დრტჳნვისა მის იყო უდებებაჲ, რამეთუ არა სიძჳრითა, არამედ უგულებელს-ყოფითა დააყენებდეს ჩუეულებისაებრსა გამოზრდასა ქურივთასა, რამეთუ არა ხოლო პარვისაგან თავისუფალი, არამედ უდებებისაგანცა ჯმნილი ჯერ-არს ზედა-მდგომი და განმგებელი საქმისაჲ, რაჲთა არცა ერთი ვინ უგულებელს-ყოს. არცა განრისხნეს დრტჳნვასა და მომზრახობასა ზედა ვიეთსამე სულმოკლებისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის