თარგმანი: შეისწავე შემოკლებულად წარმოთქუმასა ამას შინა თხრობისასა, ვითარმედ არა ხოლო იოსებისნი, არამედ ზოგად ათორმეტთა მამათმთავართა ძუალები მოიღეს ქუეყანად პალესტინისა და დასხნეს იგინი სარრაჲს თანა და აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა. ამას თანა იხილე, ვითარ ამასცა ამხილებს ჰურიათა, ვითარ აბრაჰამს საფლავიცა სყიდით აქუნდა, ხოლო მათ ვრცელი ქუეყანაჲ დაუმკჳდრებიეს ღმრთისა მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:16
15. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი.16. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს.17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7