მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:17

16. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს.17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა,18. ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა,
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა; ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხონდენ (7,17-19).:

თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველთავე ოთხასისა წლისა ჟამთა, არამედ მახლობელად გამოყვანებისა ჟამსა ოდენ მიუშუა ძჳრის-ხილვად ერსა ისრაელისასა, ხოლო შენ ისწავე თუ ვითარ წერილ არს ფარაოჲსთჳს, რომელმან არა იცოდა იოსები, რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესე ჰბრძნობდა ნათესავსა ჩუენსა. ესე იგი არს ვერაგობით ზაკუვაჲ, რამეთუ გრძნეულთაცა მბრძნობელ უწოდიან, ვითარცა საცთურითა სიბრძნისაჲთა დამფარველთა ჭეშმარიტებისათა. ესევითარი იყო ღონის-ძიებაჲ ახლისა ფარაოჲსი (რამეთუ ყოველთა მეფეთა ეგჳპტისათა ფარაო უწოდდეს ნართაულად სახელისა მათისა): მოპოვნებაჲ თიჴისა და ალიზისაჲ, მოზღუდვაჲ ქალაქთაჲ და მდინარესა შთათხევაჲ ყრმათაჲ, ხოლო ცხოვნებაჲ ქალთაჲ, ვითარცა არარაჲს წინა-აღდგომისა ყოფად შემძლებელთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის