თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველთავე ოთხასისა წლისა ჟამთა, არამედ მახლობელად გამოყვანებისა ჟამსა ოდენ მიუშუა ძჳრის-ხილვად ერსა ისრაელისასა, ხოლო შენ ისწავე თუ ვითარ წერილ არს ფარაოჲსთჳს, რომელმან არა იცოდა იოსები, რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესე ჰბრძნობდა ნათესავსა ჩუენსა. ესე იგი არს ვერაგობით ზაკუვაჲ, რამეთუ გრძნეულთაცა მბრძნობელ უწოდიან, ვითარცა საცთურითა სიბრძნისაჲთა დამფარველთა ჭეშმარიტებისათა. ესევითარი იყო ღონის-ძიებაჲ ახლისა ფარაოჲსი (რამეთუ ყოველთა მეფეთა ეგჳპტისათა ფარაო უწოდდეს ნართაულად სახელისა მათისა): მოპოვნებაჲ თიჴისა და ალიზისაჲ, მოზღუდვაჲ ქალაქთაჲ და მდინარესა შთათხევაჲ ყრმათაჲ, ხოლო ცხოვნებაჲ ქალთაჲ, ვითარცა არარაჲს წინა-აღდგომისა ყოფად შემძლებელთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:19
18. ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ,20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7