მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:20

19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ,20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა.21. და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელსა ჟამსა იშვა მოსე, და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა. და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა, და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან, და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგჳპტელთაჲთა, და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა (7,20-22).:

თარგმანი: ეჰა საკჳრველებაჲ ღმრთისაჲ! ჟამსა ოდენ ჭირისასა იშვა მჴსნელი იგი ჭირისაგან, რომელი მკჳრცხლ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ მკჳრცხლ ეწოდების უბიწოსა ანუ მოქალაქესა, ანუ სახარულევანსა, ანუ სათნოსა, ანუ მოცინარსა, ანუ შუენიერსა. ესევითარისა მის საწადელისა შვილისა სიცოცხლესა ღონე-ჰყოფდეს მმობელნი. ამისთჳს სამ თუე იპყრეს, და ამისსა შემდგომად იმძლავრნეს და განაგდეს, რამეთუ არა განცხადებულად კლვითა, არამედ ფარულად მდინარესა შთაგდებითა ღონე-ჰყოფდეს მეგჳპტელნი შემცირებად მათდა. გარნა მშობელთა მოსესთა წყალობითა ბუნებითთა ნაწლევთაჲთა ძლეულთა მოიჴსენეს ნოვესი კიდობნითა განრომაჲ წყლით-რღუნისაგან, შექმნეს კიდობანი და მას შინა შთასუმულისა მის მოსესთჳს ხადოდეს ღმერთსა ნოვესსა, რომელმან უბრძანა ასულსა ფარაოჲსსა შთასლვაჲ მდინარესა მას ბანად. და მან იხილა მუნ შთაგდებული იგი ყრმაჲ, და ესრეთ კიდობნითურთ აღმოიღეს იგი წყლისაგან, სახედ ზოგადისა ყოველთა საეკლესიოჲსა ცხორებისა, რამეთუ კიდობანი იგი ძელისაჲ იყო, ხოლო ძელი წყალთაგან აღმოიღეს, რომელ-ესე არს ჯუარისა მიერ და ნათლისღებისა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ. ამისთჳსცა მიერ წყლით აღმოღებულსა მას მოსეს კაც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის