მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:37

36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ.38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ (7,36-37).:

თარგმანი: შემდგომად მოსეს შესხმისა ჟამიერად შემოაქუს წამებაჲ მისი წიგნისაგან მეორისა შჯულისა, ვითარმედ: უეჭუელად ჯერ-არს აღსრულებად წინაჲსწარმეტყუელებასა შჯულის-მდებელისასა, რამეთუ აჰა წინაჲსწარმეტყუელი იგი, მსგავსი მისი თჳსთაგან დაწუნებულობითა, და ვითარ-იგი მადიამს ფარაოჲსგან, ეგრეთვე ესე ჰეროდესგან ეგჳპტეს სივლტოლითა, და ვითარ იგი ძუელისა, ეგრეთვე ესე — ახლისა შჯულის-მდებელრითა, რამეთუ ძუელ-სადმე — წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო უკუანაჲსკნელ ძისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ ღმერთი მამაჲ, რომელი დაადგინა უფალმან შჯულის-მდებელად ჩუენ წარმართთა ზედა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის