თარგმანი: შემდგომად მოსეს შესხმისა ჟამიერად შემოაქუს წამებაჲ მისი წიგნისაგან მეორისა შჯულისა, ვითარმედ: უეჭუელად ჯერ-არს აღსრულებად წინაჲსწარმეტყუელებასა შჯულის-მდებელისასა, რამეთუ აჰა წინაჲსწარმეტყუელი იგი, მსგავსი მისი თჳსთაგან დაწუნებულობითა, და ვითარ-იგი მადიამს ფარაოჲსგან, ეგრეთვე ესე ჰეროდესგან ეგჳპტეს სივლტოლითა, და ვითარ იგი ძუელისა, ეგრეთვე ესე — ახლისა შჯულის-მდებელრითა, რამეთუ ძუელ-სადმე — წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო უკუანაჲსკნელ ძისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ ღმერთი მამაჲ, რომელი დაადგინა უფალმან შჯულის-მდებელად ჩუენ წარმართთა ზედა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:36
35. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7