მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:39

38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა.39. რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ.40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
39. რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა, ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა, რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ (7,38-39).:

თარგმანი: მოსე იყო ისრაელთა კრებულსა თანა უდაბნოსა ზედა, თანა-მავალობითა მით დიდისა მის ზრახვისა ანგელოზისაჲთა, რომელი მიერ მთით სინით ეტყოდა მას მოცემად სიტყუათა შჯულისათა, რამეთუ იგი არს მომცემელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ და კუალად წინაჲსწარმეტყუელებათაჲცა, რომელთა "სიტყუად ცხორებისა" ამისთჳს უწოდს, რამეთუ სიტყუანი საქმით აღესრულებიან, რამეთუ აჰა გამოჩნდა წინაჲსწარმეტყუელი იგი მოსეს მოსწავებული, რომელი არა შეიწყნარა ნათესავმან ჰურიათამან. ხოლო შენ იხილე, ვითარ რომელთაცა საქმესა ჰბაძვიდეს კაცი, დაღაცათუ ჴორცითა შორს იყოს, გულითა და გონებითა მათდა მიქცეულ არს, ვითარ-ესე აწ ისრაელთათჳს იტყჳს, რაჟამს იწყეს უდაბნოსა ზედა ძრად ჩუეულებათა მეგჳპტურთა, ვითარმედ: მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ. რამეთუ ყოველი ურჩი ღმრთისაჲ მორჩილ მეგჳპტელთა ქმნულ არს, რომელ არიან ეშმაკნი და ვნებანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის