თარგმანი: დაღაცათუ თარაჲსთჳს წერილ არს გამოსლვაჲ ქუეყანით ქალდეველთაჲთ და დამკჳდრებაჲ ქარანს შინა, არამედ ვინაჲთგან აბრაჰამს მიეღო ბრძანებაჲ მიერ გამოსლვისაჲ და თარა ვერ წინ აღუდგა მას, არამედ თანა წარმოჰყვა, ამისთჳს თარაჲსთჳს თქუმულსა წარმოსლვასა წიგნისასა სტეფანე აბრაჰამისდად იტყჳს, რამეთუ იგი იყო მიზეზ თარაჲს გამოყვანებისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:4
3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.5. და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7