თარგმანი: რომელნი-იგი იქადოდეს შვილებასა აბრაჰამისსა, მათ უტყჳს, ვითარმედ უცხო არიან მსგავსებისაგან საქმეთა მისთაჲსა, გარნა ხოლო ნაყოფსა შრომათა მისთასა ჭამენ ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელსა ზედა მკჳდრ არიან; რამეთუ მან შრომით და ჭირით მწირობასა შინა აღასრულნა დღენი თჳსნი და არაოდეს ურჩ და ურწმუნო იქმნა ბრძანებათა და აღთქუმათა ღმრთისათა, არამედ გულსავსე იყო დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელსა შინა არცაღა ფერჴის წარსადგმელი ადგილი აქუნდა, და ნათესავისა მისისა განმრავლებად, რომელსა მოხუცებულობასა შინა არცაღა ერთი შვილი ესუა. ამისთჳს შვილებასა ამისსა დაიმკვდრებენ წარმართთაგანნი მორწმუნენი, რომელთა შეუორგულებელითა სასოებითა საუკუნთოჲსა ცხორებისაჲთა აღასრულონ ბრძანებაჲ ქრისტესი, და იჯმნან სოფლისაგან და საქმეთა მისთა, აღებითა ჯვარისაჲთა და შედგომითა მისდა, და მსგავსად აბრაჰამისსა მწირ და წარმავალ ყოფითა სოფელსა შინა, ვითარცა ლტოლვილთა თჳსისა მამულისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:5
...სიკუდიდ“ (18,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს, და არა ჯუარს-აცუმიდეს, და მისი უნდა ჯუარს-ცუმაჲ. ხოლო პილატე ფრიადი საშჯელი არა ქმნა, არამედ შეიყვანა შინა და ჰრქუა იესუს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳა, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?“ (18,33-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ჰკითხა ესე უფალმან? გარნა რაჲთა უკეთური იგი ჰურიათა გონებაჲ გამოაცხადოს. რამეთუ ასმიოდა ესე პილატეს მრავალთა მიერ, და ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა მას ჟამსა, რაჲმცა ჰრქუეს მას ჰურიათა, რაჲთა არა ფრიად იყოს გამოძიებაჲ, ამისთჳს რომელი მარადის ესმოდა, იგი შემოიღო შორის. და ვინაჲთგან მათ ჰრქუა, ვითარმედ: „საჯეთ შჯულისაებრ თქუენისა“, მათ ჰრქუეს: „არა ჯერ-არს ჩუენდა“, რაჲთამცა უჩუენეს, ვითარმედ არა ჰურიაებრი არს ცთომაჲ, არამედ ყოველთა ზედა. და ამისთჳს ჰკითხა პილატე, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ და არა თუ ქრისტე უმეცარ იყო, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳს, ანუ სხუ...
...რს განკითხვად სოფლისა, რომელ-ესე გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მისსა მამისა თანა.
ხოლო უღმრთომან მან მღდელთმოძღუარმან ნეფსით დაიწუხნა თუალნი არახილვად ნათელსა და დაიყვნა ყურნი, ვითარცა ასპიტმან ყრუმან, ვითარცა-იგი სტეფანეს ზე ყვეს, რამეთუ დაიყვნეს ყურნი.
ეგრეთვე აწ დაიპო სამოსელი თჳსი, რაჲთა სხუანი იგი შეაშინნეს და დიდად გამოაჩინოს ცთომაჲ იგი: „აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისიო“. თქუ-ღა, უშჯულოო და მზაკუარო, არა პირველ ამისა, შეკრებულ რაჲ იყვენით ყოველნი, აღგიჴსნა სიტყუაჲ დავითისი, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“, და განგიმარტა სიტყუაჲ იგი, და ვერარაჲ იკადრეთ თქუმად, არამედ სდუმენით. ვითარ უკუე აწ სიტყუასა მისსა გმობად უწოდე, ჵ მგმობარო და მტერო ჭეშმარიტებისაო, ჭურჭელო ეშმაკისაო?
იცოდეს უკუე ყოველთა მათ თანამეინაჴეთა, კრებულმან მან სიცრუისამან, ვითარმედ უკუეთუ ჭეშმარიტსა გამოძიებასა მოვიდეს საქმე იგი, განმართლდების მართალი იგი, და უბრალოდ გამოჩნდების ჭეშმარიტად უბრალოჲ იგი; ამისთჳს შეისწრაფეს და განჩინებაჲ მისცეს, „თანამდებ არსო სიკუდილისა“. იგინი იყვნეს შემასმენელ და იგინივე მსაჯულ, რაჲთა მიიყვანო...
...გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველ-თა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ“ (21,45-46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“. ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა...
...ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“. საცნაურ არს უკუე და სარწმუნო, ვითარმედ სული გან-რაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამის-თჳსცა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.
ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა გა...
...ხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნი წინაწარმეტყუელთაგანნი არა დევნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. და აწ სიტყუათა მათ საწინაწარმეტყუელოთა ბირებითა მამისა თქუენისა ეშმაკისაჲთა გარდააქცევთ და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართ გინა სიმაღლედ“. და მერმე იტყჳს: „თქუა ესაია: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. აწ უკუე ვინაჲთგან საქმე ესე, ვითარცა დიდი სასწაული და უცხოჲ, აღუთქუა ჩუენ...