მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:42

41. და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა.42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო?43. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო?
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა (7,42).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წმიდათა წერილთასა, სადაცა მიქცევაჲ და მიცემაჲ გესმას, მიშუებად ღმრთისა გულისჴმა-ყავ, რამეთუ რაჟამს ბილწებისათჳს საქმეთა ჩუენთაჲსა განგუაშოროს ღმერთმან შეწევნაჲ მისი, მიერითგან მზა ვართ წარსატაცებელად ჴელისაგან ეშმაკთაჲსა, რომელთა განზრახვაჲ ესე არს, რაჲთა ნაცვალად დამბადებელისა დაბადებულთა ჰმონებდენ კაცნი. ხოლო აწინდელი ესე მსახურებაჲ ძალთა ცისათაჲ არა ანგელოზთათჳს თქუმულ არს, არამედ მნათობთათჳს ცისათა, რამეთუ ჴბოსა მას სახე აქუნდა მთიებისაჲ და ვიეთნიმე მთოვარესაცა უგებდეს, ვითარცა დედუფალსა ცისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის