თარგმანი: კარავ საწამებელ ეწოდა კარავსა მას მოსეს ხილულსა და ბესელიელის ქმნულსა, რამეთუ მას შინა ჰრქუა ღმერთმან მოსეს: უწამე ერსა მაგას, რაჲ-ღა სხუაჲ? თჳნიერ, ვითარმედ: უკუეთუ გარდაჰჴდეთ მცნებათა შჯულისათა, უბრალომცა ვარ მე სისხლისაგან სულთა თქუენთა წარწყმედისა. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ზოგად ყოვლისა აგებულებისა სახე მოაქუნდა კარავსა მას ზეცათა და ქუეყანისაჲ. სულისა და ჴორცთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ. გარნა აწ ამისთჳს მოიჴსენებს სტეფანე კარავსა მას საწამებელსა, ვითარმცა ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: რაჲსა მაყუედრებთ. უკუეთუ ვთქუ დაცადებაჲ შჯულისა მსხუერპლთაჲ! აჰა უდაბნოსა ზედა არა იყო ტაძარი, არამედ კარავსა შინა ჰყოფდა ღმერთი ჩუენებათა და მიერ უწამებდა ერსა, რაჲ-იგი ჯერ-იყო ქმნად გინა არა-ქმნად, და მიერ მოსესითგან დავითისამდე იგივე კარავი მიმოიღებოდა, ვიდრემდის დავით ითხოა ოდენ, და წინაგანმზადა ნივთი საშენებელი ტაძრისაჲ, არამედ დაყენებულ იქმნა შენებად წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:44
43. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა.44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა,45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე დღეთადმდე დავითისთა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7