მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:57

56. და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა.57. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;58. და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
57. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, აღხედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა და თქუა: აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა, ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს (7,54-58).:

თარგმანი: წინაჲთვე განიგუმირნეს მხილებათაგან მისთა და გულს-ედვა მოკლვაჲ მისი, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა, რაჲთა არავინ განგმნეს, ვითარმედ მრისხანებით მოკლეს მხილებისათჳს მათისა, ამისთჳს ეძიებდეს მიზეზსა და რაჟამს თქუა სტეფანე, რაჲ-იგი იხილა, მყის ვითარცა მგმობარსა ზედა მიეტევნეს, და დაყოფითა ყურთაჲთა აჩუენეს, ვითარმცა ბოროტი რაჲმე ეთქუა მას ღმრთისათჳს, და იწყეს ქვისა დაკრებად მისსა. ხოლო შენ ხილვაჲ ესე სტეფანესი დგომად ძისა სახისმეტყუელებით გულისჴმა-ყავ, რამეთუ შემწედ სტეფანესსა დგა, რაჲთა განამჴნოს იგი ღუაწლსა მას წამებისასა, ვინაჲთგან წინაჲწარმეტყუელიცა ეტყჳს: აღდეგ ღმერთო. შემეწიენ ჩუენ, რამეთუ აღდგომად უწოდთ შეწევნასა და ჯდომად —მიმყოვრებასა შეწევნისასა. და კუალად, დგომაჲ რაჲ გესმოდის (ოდესმე მამისაჲ მარჯულ ძისა, ვითარმედ: წინაშე ჩემსა არს და მარჯულ ჩემსა, და კუალად ძისაჲ — მარჯულ მამისა) გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სახისმეტყუელებით ითქუმის ესე, რამეთუ გარე-შეუწერელთა მათ მარცხენე და მარჯუენე არა არს, არცა რომელი ადგილი დაიტევს მათ ჯდომად, არამედ ჯდომაჲ და დგომაჲ ითქუმის სამარადისოდ მყოფობისათჳს მათისა და სიმტკიცისა; ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ეგრე თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არცაღა სიტყუასა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა“ (26,59-66).:

...რს განკითხვად სოფლისა, რომელ-ესე გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მისსა მამისა თანა.

ხოლო უღმრთომან მან მღდელთმოძღუარმან ნეფსით დაიწუხნა თუალნი არახილვად ნათელსა და დაიყვნა ყურნი, ვითარცა ასპიტმან ყრუმან, ვითარცა-იგი სტეფანეს ზე ყვეს, რამეთუ დაიყვნეს ყურნი.

ეგრეთვე აწ დაიპო სამოსელი თჳსი, რაჲთა სხუანი იგი შეაშინნეს და დიდად გამოაჩინოს ცთომაჲ იგი: „აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისიო“. თქუ-ღა, უშჯულოო და მზაკუარო, არა პირველ ამისა, შეკრებულ რაჲ იყვენით ყოველნი, აღგიჴსნა სიტყუაჲ დავითისი, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“, და განგიმარტა სიტყუაჲ იგი, და ვერარაჲ იკადრეთ თქუმად, არამედ სდუმენით. ვითარ უკუე აწ სიტყუასა მისსა გმობად უწოდე, ჵ მგმობარო და მტერო ჭეშმარიტებისაო, ჭურჭელო ეშმაკისაო?

იცოდეს უკუე ყოველთა მათ თანამეინაჴეთა, კრებულმან მან სიცრუისამან, ვითარმედ უკუეთუ ჭეშმარიტსა გამოძიებასა მოვიდეს საქმე იგი, განმართლდების მართალი იგი, და უბრალოდ გამოჩნდების ჭეშმარიტად უბრალოჲ იგი; ამისთჳს შეისწრაფეს და განჩინებაჲ მისცეს, „თანამდებ არსო სიკუდილისა“. იგინი იყვნეს შემასმენელ და იგინივე მსაჯულ, რაჲთა მიიყვანო...

სრულად ნახვა