თარგმანი: არა თუ მას ეგლოვდეს, არამედ თავთა თჳსთა სტიროდეს, რამეთუ დაკლებულ იქმნნეს წყაროჲსაგან სულთა სარგებელისა სწავლათა და მოძღურებათა მისთაჲსა. ვინაჲთგან ესე არს ჭეშმარიტი გლოვაჲ, რაჲთა არა ჴორცთა, არამედ სულიერსა ზღვევასა ზედა ვჰგოდებდეთ თავთა ჩუენთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:2
1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.2. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.3. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8