თარგმანი: ვითარცა მოშურნე შჯულისა დაჴსნისაჲ, კადნიერ იქმნა სიკუდილსა მას ზედა სტეფანესსა და მიმორბიოდა, რაჲთა, სადაცა ვინ პოვნეს ქრისტეანეთაგანნი, გინებით და თრევით მიიყვანნეს იგინი საპყრობილედ. არამედ ეგრეთცა ქადაგნი საღმრთონი მიმო-განბნეულებასა შინა თჳსსა კადნიერებით ქადაგებდეს ქრისტესა ღმერთსა.
2. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.3. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.4. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8