თარგმანი: ამისთჳს სამეოცდაათთა მოწაფეთაგანსა ანანიას და არა ათორმეტთაგანსა ვისმე უბრძანა ღმერთმან, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთაგან ენება სწავლაჲ პავლესი, არამედ მხოლოდ ნათლის-ცემისა ოდენ მოქენე ჰყოფდა ანანიაჲსგან და ამისსა შემდგომად თჳთ ქრისტე უხილავად მის შორის დამკჳდრებითა ღმრთივსწავლულ ჰყოფდა მას. ხოლო შეუსწავებელობაჲ ანანიაჲსი ცხად არს სიტყუათა მათგან მოშიშებისა მიერ აღსავსეთა.
11. ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს მუნ.12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს.13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9